მეგრული


მეგრული სამზარეულოს მშვენებაა - სულგუნი, რომელიც სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება. სამეგრელო გამორჩეულია ისეთი უმშვენიერესი კერძებით, როგორიცაა:ღომი(სიმინდის ღერღილის სქელი ფაფა), ელარჯი(ღომში ჩაზელილი სულგუნი), გებჟალია(პიტნით შეზავებული ყველის რულეტი), ჯურჯანი(შეზავებული შიგნეული). მეგრელები ცნობილი არიან (დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად) ცხარე კერძების მომზადებით, გამორჩეულია მეგრული აჯიკა და საწებელი(ტყემალი). ერთერთი ყველაზე პოპულარული ხაჭაპურის ტიპია აჭარულ და იმერულ ხაჭაპურთან ერთად მეგრულიც, რომელიც ქართულ რესტორნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.


No comments:

Post a Comment